My Trip Market-მა და „გულის ცენტრმა“ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმეს

ტურისტული პლატფორმა My Trip Market-ი და წამყვანი სამედიცინო დაწესებულება „გულის ცენტრი“ თანამშრომლობას იწყებენ. ახალი შეთანხმების ფარგლებში, My Trip Market-ი კლინიკის ექსკლუზიური პარტნიორი ხდება როგორც სამედიცინო პერსონალის კორპორატიული მივლინებების, ისე საერთაშორისო პაციენტების სამოგზაურო ლოგისტიკის უზრუნველყოფის მიმართულებით.

ოფიციალური შეთანხმება My Trip Market-ის დამფუძნებელ არაშ ყასემლუსა და „გულის ცენტრის“ დირექტორ ლიკა ფიფიას შორის უკვე შედგა.

„გულის ცენტრი“, რომელიც მრავალი წელია ბაზარზე უმაღლესი სტანდარტის სამედიცინო სერვისებით ოპერირებს, ახალი პარტნიორობით სამედიცინო ტურიზმის მიმართულებას კიდევ უფრო აძლიერებს. My Trip Market-ის სერვისების ინტეგრირება უზრუნველყოფს, რომ უცხოეთიდან ჩამოსული პაციენტების მიღება და კლინიკის გუნდის საქმიანი მგზავრობა მაქსიმალურად გამარტივებულად და საიმედოდ წარიმართოს.

 

"გაყიდვების ასოციაცია" და My Trip Market-ი სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ

„გაყიდვების ასოციაცია“ და ტურისტული პლატფორმა My Trip Market-ი ახალ სტრატეგიულ პარტნიორობას აცხადებენ. შეთანხმების ფარგლებში, ასოციაციის წევრი კომპანიები და ფიზიკური პირები My Trip Market-ის სამოგზაურო თუ კორპორატიულ სერვისებზე სპეციალური, ექსკლუზიური პირობებით ისარგებლებენ.

ოფიციალური შეთანხმება My Trip Market-ის დამფუძნებელ არაშ ყასემლუსა და „გაყიდვების ასოციაციის“ პრეზიდენტ დავით ჩიკვაიძეს შორის შედგა.

როგორც მხარეები აღნიშნავენ, აღნიშნული პარტნიორობა სცდება მხოლოდ კორპორატიული სერვისების მიწოდებას — მისი მთავარი მიზანი ადამიანებისა და ბიზნესების ერთმანეთთან დაკავშირება და ახალი შესაძლებლობების შექმნაა. ორგანიზაციები უკვე მუშაობენ სამომავლო ერთობლივი პროექტების დაგეგმვაზე, რაც ხელს შეუწყობს ორივე ქსელის შემდგომ განვითარებასა და გაძლიერებას.

Send Whatsapp Message